უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
14 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 31 154 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 889 ადამიანი.
უკრაინაში ვირუსისგან 14 082 ადამიანი განიკურნა.