უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 8 416 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 16 150 პაციენტი
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 8 416 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 16 150 პაციენტი

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე დაინფიცირდა. ამის შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 8 416 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 16 150 პაციენტი. გარდაიცვალა 233 კოვიდინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 412 ბავშვი და 447 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 909 082 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 522 868 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 480 პაციენტი კი გარდაიცვალა.