უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 10 136 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 372 პაციენტი, ხოლო 275 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 537 ბავშვი და 422 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 989 642 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 615 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 172 პაციენტი კი გარდაიცვალა.