უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1008 ადამიანი დაინფიცირდა, 25 გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1008 კი დაინფიცირდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 387 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 81 957 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 922 გარდაიცვალა, 44 354 კი გამოჯანმრთელდა.