უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1008 ადამიანი დაინფიცირდა, 25 გარდაიცვალა

11:16, 10.08.2020

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1008 კი დაინფიცირდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსისგან 387 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას  უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის  81 957 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის  1 922 გარდაიცვალა,  44 354 კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი