უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 22 415 შემთხვევა გამოვლინდა, 546 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 546 ადამიანი გარდაიცვალა, 22 415 დაინფიცირდა, 8 036 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულებს შორის არიან 1 771 ბავშვი და 345 მედიკოსი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 701 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორ მილიონ 352 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 62 389 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.