უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 668 შემთხვევა გამოვლინდა, 769 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 668 შემთხვევა გამოვლინდა, 769 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 668 შემთხვევა გამოვლინდა, 20 211 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 769 პაციენტი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 263 417 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 684 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა.