უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 9 850 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 193 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 9 850 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 193 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 1 269 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულ ინფიცირებულებს შორის 369 ბავშვი და 514 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 430 467 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 184 782 პაციენტი, გარდაიცვალა 7 924 ინფიცირებული.