უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 16 308 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 838 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 838 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 16 308 შემთხვევა, 21 914 პაციენტი კი – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულებს შორის არიან 1 168 ბავშვი და 327 მედიკოსი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 244 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 მილიონ 664 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 77 985 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.