უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების ვადა ეწურება
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უილიამ ტეილორი მომავალი წლის პირველი იანვრიდან თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
უილიამ ტეილორს უფლებამოსილების ვადა ეწურება. უილიამ ტეილორს, სავარაუდოდ, დროებით მისი მოადგილე – კრისტინა ქვიენი შეცვლის.
უილიამ ტეილორმა ამ თანამდებობაზე მარი იოვანოვიჩი შეცვალა, რომელმაც უკრაინაში ამერიკის ელჩის თანამდებობა მაისის თვეში დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე.