უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების ვადა ეწურება

13:07, 18.12.2019

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უილიამ ტეილორი მომავალი წლის პირველი იანვრიდან თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

უილიამ ტეილორს უფლებამოსილების ვადა ეწურება. უილიამ ტეილორს, სავარაუდოდ, დროებით მისი მოადგილე – კრისტინა ქვიენი შეცვლის.

უილიამ ტეილორმა ამ თანამდებობაზე მარი იოვანოვიჩი შეცვალა, რომელმაც უკრაინაში ამერიკის ელჩის თანამდებობა მაისის თვეში დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე.

მსგავსი