უკრაინაში აცხადებენ, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება და მის სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია
მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება, მის სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია, – ამის შესახებ განცხადება ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა, პოლკოვნიკმა, ალექსანდრ შტუპუნმა გააკეთა.
„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში იმყოფებიან, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურდა. მარინკას სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია“, – განაცხადა შტუპუნმა.
ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა კომენტარი გააკეთა ავდიივკას რაიონში არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ ამჟამად ტერიტორიას უკრაინა მტკიცედ იცავს, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული საფრთხე.
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე.