სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე

რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარინკაზე, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა.

„აქტიური მოქმედების დროს სამხრეთის ჯგუფის თავდასხმის რაზმებმა დღეს მთლიანად გაათავისუფლეს დასახლება მარინკა, რომელიც დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით ხუთ კილომეტრშია. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქ ძალიან ძლიერი გამაგრებული ტერიტორია ააშენეს“, – აღნიშნა შოიგუმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებს უახლოეს მომავალში პირისპირ განიხილავენ.

„ჩვენ უპირველეს ყოვლისა დონეცკიდან ვაშორებთ მოწინააღმდეგის საბრძოლო ნაწილებს. მეორე, ამ სიმაგრეში შეჭრით, რომელსაც მტერი 2014 წლიდან აშენებდა, შეიქმნა მნიშვნელოვანი რაოდენობის რკინაბეტონის ნაგებობები, საკომუნიკაციო გზები. ამ სიმაგრის გატეხვით, ჩვენს ჯარებს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ უფრო ფართო ოპერაციულ ზონას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.