უკრაინაში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, 16 ადამიანი დაიღუპა, რუსული მხარე კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე 29 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.
უკრაინელების ცნობით, 16 დაღუპულიდან 14 – ხერსონის ოლქის, ორი კი მიკოლაევის მკვიდრია. დაკარგულად ითვლება 31 ადამიანი. ოკუპირებული ხერსონის მხარეს კი, დაღუპულთაგან 13 – გოლაია პრისტანის, 12 – ალიოშკისა და ოთხი ნოვაია კახოვკის მკვიდრია.
კახოვკის კაშხალზე აფეთქება 6 ივნისს გამთენიისას მოხდა, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულმა წყლის დიდმა მასებმა მდინარე დნეპრის სამხრეთით მდებარე დასახლებები დატბორა.