უკრაინაში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

11:03, 18.06.2023

უკრაინაში კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, 16 ადამიანი დაიღუპა, რუსული მხარე კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე 29 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.

უკრაინელების ცნობით, 16 დაღუპულიდან 14 – ხერსონის ოლქის, ორი კი მიკოლაევის მკვიდრია. დაკარგულად ითვლება 31 ადამიანი. ოკუპირებული ხერსონის მხარეს კი, დაღუპულთაგან 13 – გოლაია პრისტანის, 12 – ალიოშკისა და ოთხი ნოვაია კახოვკის მკვიდრია.

კახოვკის კაშხალზე აფეთქება 6 ივნისს გამთენიისას მოხდა, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულმა წყლის დიდმა მასებმა მდინარე დნეპრის სამხრეთით მდებარე დასახლებები დატბორა.

მსგავსი