უკრაინაში 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.
„საომარი მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ. გთხოვთ არ შექმნათ პანიკა და არ გადაკვეთოთ თვითნებურად საზღვარი“, – წერს ლვოვის საბაჟოს ხელმძღვანელი დანილ მენშიკოვი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.