უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
მისი ცნობით, უკრაინულმა მხარემ 19 ადამიანი დაიბრუნა, მათგან ათი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერია. გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილებიც.
ამასთან, დღეს რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის ომბუდსმენმა ტატიანა მერზლიაკოვამ განაცხადა, რომ შვიდი სამხედრო მოსამსახურე რეგიონიდან გათავისუფლებულია და რუსეთში დაბრუნდნენ.