უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის.
„ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.