უკრაინამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შესთავაზა, რუსეთი თალიბანის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეიყვანონ
ვარშავაში მიმდინარე სხდომაზე, ოფიციალურმა კიევმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს განუცხადა, რომ პაკისტანთან ერთად რუსეთისგანაც უნდა მოითხოვონ „თალიბანის” მხარდაჭერის შეწყვეტა. აღნიშნული წინადადებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირინა ფრიზმა მიმართა.
„2017 წლის მაისში ჩვენ ნატო-ს გადავეცით რუსეთისა და თალიბანის კავშირების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებისა და თალიბანის ლიდერების კონტაქტზე პაკისტანის ვაზირისტანის რეგიონში. არსებობს თალიბანისთვის თანამედროვე რუსული შეიარაღების გადაცემის მაგალითები“ ,- აღნიშნა ფრიზმა.