უკრაინამ და აშშ-ის შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების სფეროში ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და აშშ-ის შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების სფეროში ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და აშშ-ის შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი უსაფრთხოების ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს. დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში შეთანხმებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა მოაწერეს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება უკრაინას უფრო ძლიერს და გამძლეს გახდის.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით 300 ახალ სანქციას აწესებს. ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები ამას აღკვეთს.

„პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში“, – განაცხადა ბაიდენმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.

„ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და სხვა იარაღს, რომლებსაც უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს.