უკრაინა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან, ვინც რუსეთში იმყოფება კი, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან, ხოლო ვინც რუსეთში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს რუსეთის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების უზრუნველყოფის შესაძლებლობების არსებითი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავოს რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრებისგან, ხოლო ვინც იმყოფება ამ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ დატოვონ მისი ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთში უკრაინის მოქალაქეების დაცვას.