უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს
უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს

უკრაინა ესპანეთისგან, დანიისა და ნიდერლანდებისგან სამხედრო შეიარაღებას მიიღებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთი აპირებს, უკრაინას გადასცეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ჰოვქი“, რომელიც სექტემბრისთვის განთავსდება და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვის პოტენციალს.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს გააცნო დეტალური ინფორმაცია სამხედრო ტექნიკის მომავალი მიწოდების შესახებ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ზაფხულის განმავლობაში უკრაინას 14 ერთეულ „ლეოპარდ 2A4“-ის ტიპის ტანკს დანია და ნიდერლანდები გაუგზავნიან. სამხედრო ტექნიკა ბოლო თვეებში განახლების და შემოწმების ეტაპებს გადიოდა. როგორც აღინიშნა, ეს ტანკები შეკეთდა გერმანული თავდაცვის კომპანიის, „რაინმეტალის“ მიერ.