თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.
დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები, დაიყარა ტექნიკური მარილი. ადგილებზე 15-მდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას ინფორმაციით, 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგია კი, დილიდან არ არის.
ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათი თქმით, სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.