ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სენაკი-მარტვილის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნოქალაქევის მონაკვეთზე, ნაწილობრივ პრობლემები შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და თოვლისგან იწმინდებოდა საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის სენაკში არ თოვს. სენაკი-მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილები გადაადგილდებიან თავისუფლად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლაპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე სისტემატურად იყრება მარილი და ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია.