უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზის სავალი ნაწილები.
კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, რის შედეგადაც დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, ასევე მიმდებარე ქუჩები და ქუთაისის იუსტიციის სახლამდე მისასვლელი გზა.
პრობლემებია ქალაქის ცენტრალურ გზებზეც. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. ამასთან, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ნაწილი.
გზებზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.