უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები და ქალაქის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ობიექტები.
დაზარალებული არიან მოვაჭრეები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებს.