უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში ქუჩები და სავაჭრო ობიექტები დაიტბორა

07:25, 28.08.2019

უხვმა ნალექმა ქუთაისში  პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები და ქალაქის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ობიექტები.

დაზარალებული არიან მოვაჭრეები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებს.

მსგავსი