უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სადაც დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე რამდენიმე სოფელში შიდა გზები.
ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სოფლებში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მისი განცხადებით, დღის ბილომდე ყველა გზა გაიწმინდება.