უხანში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის გახსნილი საავადმყოფო ვირუსის შემთხვევების კლების გამო დახურეს
უხანში, სპეციალურად კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის გახსნილი ერთ-ერთი საავადმყოფო ვირუსის შემთხვევების კლების გამო დახურეს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იანვრის შემდეგ პირველად, ჰუბეის პროვინციაში, რომელიც ვირუსის ეპიცენტრად ითვლება, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200-სს არ აჭარბებს.
საშუალოდ აქ 24 საათში თითქმის 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
უხანში სპეციალურად კორონავირუსის გამო 16 დროებითი საავადმყოფო შეიქმნა, სადაც დამატებით 12 ათას პაციენტს მკურნალობდნენ.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.