უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მეორე საავადმყოფო ააშენეს
უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მეორე საავადმყოფო ააშენეს. შენობას ოფიციალურად დღეს გახსნიან. ინფორმაციას „სიენენი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფო 1600 საწოლითაა აღჭურვილი. შენობაში 2 000 ექიმი იმუშავებს.
ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 565-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 1153 პირი. დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.