ჩინეთში, უხანში გახსნილი დროებითი საავადმყოფოებიდან ბოლო ორი, რომელიც ამ დრომდე ღია იყო, დღეს დაიხურება. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.
ვირუსის მასიური გავრცელების გამო, ჩინეთში 14 დროებითი საავადმყოფო ააშენეს. დროებით საავადმყოფოებში ძირითადად მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს მკურნალობდნენ.
იანვრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებები, მაგალითად, მოედნები, საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოებად გადაკეთდა.
დღეს ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 19 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 17 შემთხვევა უხანში, ორი კი სხვა რეგიონში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის შედეგად 59, 897 ადამიანი განიკურნა.