ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც „კოვიდ-19“-ის პანდემია პირველად გავრცელდა, დღეს კორონავირუსზე მილიონზე მეტი ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უხანში მასობრივი ტესტირებების ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქში ინფიცირების ახალი კლასტერები აღმოაჩინეს. უხანში „კოვიდ-19“-ზე ტესტირებებს ნუკლეინის მჟავის ტიპის ტესტების მეშვეობით ატარებენ.
ადგილობრივი ხელმძღვანელობა მოსახლოებას ჰპირდება, რომ ათ დღეში, ქალაქის თითოეულ მცხოვრებს ჩაუტარებს ტესტირებას. უხანში სულ 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.