უხანში ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, ოფიციალური მონაცემებით, ქალაქში კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა
ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის წინ „კოვიდ-19“ მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალაქში, საიდანაც პანდემია დაიწყო, „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის შემთხვევა მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ჩინეთის მთავრობის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 93 476 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 746 ადამიანი.