უხანში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, „კოვიდ19“-ის შემთხვევა ისევ დადასტურდა. ქალაქში ახალი კორონავირუსით ინფიცირება ერთ თვეზე მეტია არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკების ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც, თუმცა ის უსიმპტომო პაციენტია. ქალაქის მასშტაბით გამოვლინდა კიდევ ოთხი დამატებითი უსიმპტომო შემთხვევა. თუმცა უხანში უსიმპტომო პაციენტებს ინფიცირებულთა შორის არ მოაიზრებენ.
უხანში საზღვრები 78 დღიანი კარანტინის შემდეგ 8 აპრილს გახსნეს. ქალაქში „კოვიდ-19“-ის სულ 50 334 შემთხვევაა დაფიქსირებული.