უინძორის სასახლეში პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს
17:55, 17.04.2021
უინძორის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მეუღლის, პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს.
ედინბურგის ჰერცოგის დაკრძალვის ცერემონიალი წმინდა გიორგის სამლოცველოში იმართება. მანამდე, პრინც ფილიპის ხსოვნას მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
კოვიდშეზღუდვების გამო ცერემონიალს მხოლოდ 30 ადამიანი ესწრება. ეს ძირითადად სამეფო ოჯახის წევრები არიან.
მოქალაქეებს ცერემონიალისთვის თვალყურის მიდევნება დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეუძლიათ.
დაკრძალვის ცერემონიალის დაწყებამდე გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც 730 სამხედრო მონაწილეობდა. დაკრძალვის ცერემონიალის დაწყებამდე გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედმა გაავრცელა მის მეუღლესთან გადაღებული ფოტო, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს. ფოტო 2003 წელს არის გადაღებული.
ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს უინძორის სასახლეში გარდაიცვალა.