პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს
პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.

დაკრძალვამდე ედინბურგის ჰერცოგის პანაშვიდი კეტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უელბიმ ჩაატარა.

დაკრძალვის ცერემონიალი კოვიდშეზღუდვების დაცვით ჩატარდა და მას სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, სულ 30 ადამიანი.

პანაშვიდის დაწყებამდე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრინც ფილიპის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.