გერმანული თავდაცვის კომპანია, რომელიც უკრაინისთვის დრონებსაც აწარმოებს, კიბერშეტევის სამიზნე გახდა

13:20, 13.11.2026

გერმანული თავდაცვის კომპანია Quantum Systems, რომელიც, სხვა პროდუქციასთან ერთად, უკრაინისთვის დრონებსაც აწარმოებს, კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა კომპანიის კორპორაციულ ქსელებში შეღწევა და განახლებების სერვერზე მავნე პროგრამის განთავსება შეძლეს.

Quantum Systems-ის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ინციდენტი 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდა.

გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, მომხდარის გამო გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ტექნოლოგიების მწარმოებელი სტარტაპის მიერ წარმოებული დრონების ექსპლუატაცია დროებით შეაჩერა.

ბავარიული კომპანიის განცხადებით, მისი დრონების მომხმარებლებსა და ოპერატორებს საფრთხე არ ემუქრებათ. კომპანიას კიბერშეტევის მასშტაბებისა და სავარაუდო თავდამსხმელების შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია. ინციდენტის გამოძიება კვლავ გრძელდება.

მსგავსი