დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საკუთარ მარცხად მიიჩნევდა, თუ საპრეზიდენტო ვადის ბოლოს ირანის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩებოდა“

13:47, 13.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო ვადის ბოლოს ირანის რეჟიმი თუ ხელისუფლებაში დარჩება, ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს“.

კონსერვატორ რადიოწამყვანთან, ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუს დროს ტრამპს ჰკითხეს: „იქნებოდა თუ არა ირანის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა მარცხი?“ აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ეს მარცხი იქნება… ნამდვილად“.

კითხვაზე, ყოყმანობს თუ არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის კვლავ გამოყენებისას, ტრამპი პასუხობს, რომ ამას ყოყმანის გარეშე გააკეთებს.

„თუ დავინახავ, რომ მოვლენები სხვა მიმართულებით ვითარდება, ამას გავაკეთებ. შესაძლოა, ეს ახლავეც გავაკეთო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი