ბრიტანეთის პოლიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ უიმბლდონის წყვილთა ტურნირის ერთ-ერთი მატჩი, შესაძლოა, ჩაწყობილი იყო, – იტყობინება Sbcnews. შეხვედრა პირველ წრეში გაიმართა.
საეჭვოდ მიიჩნევა მატჩი, რომელშიც დავიდ მარეროსა და ფერნანდო ვერდასკოს წყვილი ჟოაო სოუზასა და ლეონარდო მაიერის დუეტს ეთამაშებოდა. შეხვედრა სოუზამ და მაიერმა ოთხ სეტში მოიგეს – 7:6(6), 6:4, 6:7(7), 6:1.
საბუკმეიკერო კომპანია Pinnacle Sports-მა დაადასტურა, რომ ამ შეხვედრის შედეგზე უჩვეულოდ ბევრი ფული შევიდა. უფრო მეტიც, Pinnacle Sports-ის ინფორმაციით, ანგარიშები, საიდანაც ფსონები სრულდებოდა, ადრეც იყვნენ შემჩნეულნი საეჭვო მატჩებთან დაკავშირებულ მაქინაციებში.