კარლოს ალკარასი - სანამ არიან ნადალი და ჯოკოვიჩი, ეპოქის ცვლილება არ იქნება #1TVSPORT
კარლოს ალკარასი - სანამ არიან ნადალი და ჯოკოვიჩი, ეპოქის ცვლილება არ იქნება #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი არ მიიჩნევს, რომ უიმბლდონზე მისი გამარჯვებით მამაკაცთა ჩოგბურთში ახალი ეპოქა დაიწყო.

უიმბლდონის ტურნირის ფინალში 20 წლის ესპანელმა „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

„ახალი ეპოქის დასაწყისი? მე ასე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ სანამ რაფა და ჯოკოვიჩი თამაშობენ და აქტიურები არიან, ეპოქის ცვლილება არ იქნება. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ისინი დაასრულებენ კარიერას და აღარ ითამაშებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი განახლდება. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მე მოვიგე ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, და არა იმისთვის, რომ ახალი ეპოქა დამეწყო“, – განაცხადა ალკარასმა გაზეთ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში.