უიმბლდონის ჩემპიონი ჩოგბურთს უბრუნდება
უიმბლდონის ჩემპიონი ჩოგბურთს უბრუნდება

ფრანგმა ჩოგბურთელმა მარიან ბარტოლიმ კორტზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა. უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი მონაწილეობას მიიღებს WTA-ის ტურნირში, რომელიც 20-31 მარტს მაიამიში გაიმართება.

“მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მომავალ წელს პროფესიულ ტურში ვბრუნდები. ეს უდიდესი გამოწვევაა. წინ ბევრი სამუშაო მელოდება, მაგრამ იმედი მაქვს, მაიამიში დაბრუნება შედგება”, – დაწერა საკუთარ “ინსტაგრამში” 33 წლის სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, ბარტოლი 2013 წელს წავიდა ჩოგბურთიდან. მან ეს გადაწყვეტილება უიმბლდონის მოგებიდან ერთი თვის თავზე მიიღო.