უიმბლდონი 2018 - სერენა უილიამსმა II წრე ძალიან დამაჯერებლად მოიგო
უიმბლდონი 2018 - სერენა უილიამსმა II წრე ძალიან დამაჯერებლად მოიგო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, “დიდი სლემის” ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა, სერენა უილიამსმა ძალიან იოლად გადალახა მეორე წრის ბარიერი.

25-ე ნომრად განთესილი ამერიკელი მსოფლიოს 135-ე ჩოგანს, ბულგარელ ვიქტორია ტომოვას ხვდებოდა და საათსა და რვა წუთში გაანადგურა მეტოქე – 6:1, 6:4.

სერენა თითქმის არ აძლევდა მოწინააღმდეგეს შანსს საკუთარ მოწოდებაზე – ტომოვას ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. თავად უილიამსმა ცხრა ასეთი შანსი მიიღო და სამჯერ აიღო ბულგარელის მოწოდება.

ზედიზედ მესამეა დღეა, ქალთა ტურნირს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. ამჯერად, ტურნირი მეორე ნომრის, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის გარეშე დარჩა, რომელმაც რუს ეკატერინა მაკაროვასთან 2 საათსა და 11 წუთში წააგო – 4:6, 6:1, 5:7.

დღის ცენტრალურ მატჩში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა ხვდებოდნენ. აზარენკა ჯერაც შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, რომელიც საკუთარ შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად ჩატარებულ სასამართლოს გამო დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ბელარუსს ჩოგბურთელს ამ მატჩში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ქალები
II წრე
მაკაროვა (რუს)-ვოზნიაცკი (დან, 2) 6:4, 1:6, 7:5
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 7)-აზარენკა (ბლრ) 6:3, 6:3
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-დულგერუ (რუმ) 4:6, 6:0, 6:1
კისი (აშშ, 10)-კუმხუმი (ტაილ) 6:4, 6:3
გორგესი (გერ, 13)-ლაპკო (ბლრ) 6:2, 3:6, 6:2
ბერტენსი (ჰოლ, 20)-ბლინკოვა (რუს) 6:4, 6:0
ს. უილიამსი (აშშ, 25)-ტომოვა (ბულ) 6:1, 6:4
ბუზარნესკუ (რუმ, 29)-სვანი (ბრიტ) 6:0, 6:3
საფაროვა (ჩეხ)-ა. რადვანსკა (პოლ, 32) 7:5, 6:4
როდინა (რუს)-კირსტეა (რუმ) 1:6, 6:3, 6:3
ვეკიჩი (ხორ)-პეტერსონი (შვედ) 7:5, 6:4
ვიკმაიერი (ბელ)-პეტკოვიჩი (გერ) 6:4, 6:3
ჯორჯი (იტა)-ბრენგლი (აშშ) 6:4, 6:4