უილიამ კორტნი - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
„პოლიტიკური უკუსვლა – საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე ზოგიერთის უარი, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის დარღვევა – აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო გადადის დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს. შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს“, – ნათქვამია უილიამ კორტნის მიერ „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.