უილიამ კორტნი – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
„პოლიტიკური უკუსვლა – საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე ზოგიერთის უარი, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის დარღვევა – აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო გადადის დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს. შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს“, – ნათქვამია უილიამ კორტნის მიერ „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Political setbacks – refusal of some to take parliamentary seats, persistent election flaws, snubbing of EU-brokered compromise – suggest #Georgia is veering off westward path & losing democratic momentum. Perhaps intervention by civil society & new elections could ease tensions. https://t.co/LGG5JovEL9
— William Courtney (@courtneywmh) July 30, 2021