უგო ლორისს „ტოტენჰემში“ კაპიტნობას ართმევენ
უგო ლორისს „ტოტენჰემში“ კაპიტნობას ართმევენ

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა უგო ლორისისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ამის მიზეზია ფეხბურთელის მიერ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, – წერს ბრიტანული გაზეთი „მირორი“ (Mirror).

გარდა ამისა, „ტოტენჰემმა“, შესაძლოა, ორი კვირის ხელფასი მოაჭრას მსოფლიოს ჩემპიონს. ეს თანხა 300 ათას ფუნტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების შედეგებით, ლორისს 20 თვით ჩამოართვეს მართვის მოწმობა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. ასევე, ფრანგ მეკარეს 50 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმა აქვს გადასახდელი.