ლუკას ბერგვალმა „ბარსელონას“ უარი უთხრა და კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ლუკას ბერგვალმა „ბარსელონას“ უარი უთხრა და კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს #1TVSPORT

2024 წლის ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეს ლონდონის „ტოტენჰემმა“ 18 წლის შვედ ტალანტთან, ლუკას ბერგვალთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან ინგლისურ გუნდში ითამაშებს.

ბერგვალის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა „ბარსელონაც“. როგორც ბრიტანული სპორტული მედია იუწყება, ესპანური კლუბი ფეხბურთელის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებში მას „ტოტენჰემმა“ უკეთესი წინადადება შესთავაზა.

2006 წელს დაბადებული შვედი ფეხბურთელის სანაცვლოდ საფეხბურთო კლუბი „ჟურგორდენი“ „ტოტენჰემისგან“ 10 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე შვედეთის ლიგის გუნდში იჯარით დარჩება.

ბერგვალმა გასულ სეზონში „ჟურგორდენის“ რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასული სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „ტოტენჰემი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბი იყო ევროპაში. ინგლისელებმა „ჯენოადან“ რუმინელი მცველი რადუ დრაგუშინი შეიძინეს, ხოლო გერმანული „ლაიფციგიდან“ იჯარის წესით ტიმო ვერნერი დაიმატეს.