ზინედინ ზიდანმა პსჟ-ის ფეხბურთელი სენი მაიულუ საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახა #1TVSPORT

21:21, 11.11.2026

პსჟ-ის 20 წლის ფეხბურთელი სენი მაიულუ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, – ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი ავრცელებს.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოძახების გადაწყვეტილება გუნდში არსებული საკადრო პრობლემების გამო მიიღო.

მაიულუ თავდაპირველად საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ორელიენ ჩუამენის ტრავმისა და კილიან მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, ის ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობას შეუერთდება.

პარიზული კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია. მაიულუმ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

საფრანგეთის ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას გამართავს. ზიდანის გუნდი 12 ნოემბერს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო 15 ნოემბერს თურქეთს უმასპინძლებს.

მაიულუს საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი