ევროპულ ნაკრებებში ეროვნული ლიგის ხუთი ფეხბურთელი მიიწვიეს #1TVSPORT
გორის „დილას“ ნახევარმცველი კრისტაპს გრავსკისი ლატვიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
ლატვიელები ერთა ლიგის C ლიგაში ასპარეზობენ და 12 ნოემბერს მონტენეგროს ესტუმრებიან, ხოლო 15 ნოემბერს სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
„დილას“ ლეგიონერი მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც ეროვნული ლიგიდან ევროპული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. მანამდე ბულგარეთის ნაკრების სიაში ივან ტურიცოვი მოხვდა, ხოლო მისი თანაგუნდელები – ენეს მაჰმუტოვიჩი და დირკ კარლსონი ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.
ლუქსემბურგის ნაკრებს ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს – ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში თბილისის „იბერიის“ უკანახაზელი ვაჰიდ სელიმოვიჩიც გამოიძახეს.