საქართველოს 19-წლამდე ნაკრები დანიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩი დანიასთან გამართა და 2:5 დამარცხდა.
დანიელებმა ფრედერიკ ბუნტენის, იაკობ ამბეკის და უილიამ ფაბერის გოლებით პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რასაც ჩვენმა გუნდმა მხოლოდ სანდრო მიქაუტაძის (40 წუთზე) ზუსტად გამოყენებული პენალტით უპასუხა.
შესვენების შემდეგ დანიელებმა კიდევ ორი გაიტანეს: მათე შათირიშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ერთიც ნიკოლას გამელგარდის ანგარიშზეა. შათირიშვილმა 68-ე წუთზე დანიელებსაც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა.
შემდეგ შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 14 ნოემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 17-ში – მასპინძელ სან მარინოს.