მაურისიო პოჩეტინოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობა სურს #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნით სერიოზულად არის დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის არგენტინელ სპეციალისტს ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმაღლეს დონეზე დაბრუნება სურს. მიუხედავად იმისა, რომ პოჩეტინო ამერიკის ნაკრებში მუშაობით კმაყოფილია, მას განსაკუთრებით იზიდავს შესაძლებლობა, კრიზისში მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ კონკურენტუნარიან გუნდად აქციოს და ინგლისურ გრანდს ძველი დიდება დაუბრუნოს.
The Guardian-ის ცნობით, პოჩეტინოსა და მანჩესტერული კლუბის ინტერესები ორმხრივია. „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მაიკლ კერიკის გათავისუფლებას განიხილავს, ხოლო არგენტინელი მისი შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოს ამერიკის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტისთვის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაახლოებით 7.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 10 ტურში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს.